ჰაიაო მიაძაკი


თუ ანიმე არ გიყვართ ან უბრალოდ ვერ უდებთ გულს , ან  თვლით რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია , ან არ გხიბლავთ ანიმეს დიდი თვალები და მარტივი ანიმაცია  , მაინც  თვალი შეავლეთ მიაძაკის შედევრებს. შესაძლოა თქვენ სხვა სამყარო აღმოაჩინოთ იაპონურ ანიმაციაში. მისი ანიმე  იმდენად ღრმაა , იმდენად მრავლისმთქმელი , იმდენად შინაარსიანი , რომ არარსებობს მისი მნახველი უემოციოდ დარჩეს. აბსოლიტურად მისმა  ყველა ნამუშევარმა წარმატება მოუტანა შემქმნელს იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , ხოლო 2002 წელს უმაღლესი კინო აკადემიიის ჯილდო – ოსკარიც  დაიმსახურა. Continue reading

Advertisements

Hello Kitty


ეს  პერსონაჟი ცნობილია იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , მიკი მაუსის შემდეგ ყველაზე პოპლუარული ანიმაციური გმირი , იაპონიის პოპ კულტურის ნამდვილი სიმბოლო , დღეს უკვე ჩამოყალიბებული ბრენდი რომელიც დაბადებიდან   35 წელს ითვლის. თეთრი პატარა კნუტი – Hello Kitty ,  რომელიც ნამდვილად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა იაპონიისთვის. Continue reading

ჰარუკი მურაკამი


ჰარუკი მურაკამი

მისი წიგნები გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ხდებიან ბესტსელები , მათ არ აჩერებენ მაღაზიის დახლებზე , მათ ყიდულობენ  და  ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს , არარსებობს ადამიანი რომელსაც არ წაეკითხოს მისი თუნდაც რომელიმე ნაწარმოები , მისი პროზა უთანაბრდება მუსიკას  და ფოტოკოლაჟს  იაპონური ბუნების , ამ ნაწარმოების კითხვით აჟიტირებული  მკითხველიც კი   ვერ გადმოგცემთ თუ რას გრძნობს და რა იზიდავ მას ამ მწერლის შემოქმედებასთან.   მისი სახელი ცნობილია მთელ მსოფლიოში.  ეს არის ცნობილი იაპონელი  მწერალი და ნოველისტი  – ჰარუკი მურაკამი.  Continue reading

იაპონელი თინეიჯერები და მათი სტილი


...

ალბათ ყველას უნახავს იაპონელი თინეიჯერი. კულტურით და  ტრადიციებით სავსე იაპონიაში , თინეიჯერები აბსოლიტურად ტრადიციების და ჩარჩოების გარეშე ცხოვრობენ , ისინი პროტესტს უცხადებენ ყველაფერ კლიშეებს და თავისუფლებისკენ მიილტვიან. აგრეთვე  მათთვის მოდა და სტილი განსხვავებულია , ღია მყვირალა ფერები , განსხვავებული ჩაცმულობა და აქსესუარები , მკვეთრი მაკიაჟი  მათთვის ყველაფერია . ამით ისინი გამოხატავენ სიმამაცეს და თავისუფლებას. ისინი უპირისპირდებიან სტანდარტულ მოდას , იცვამენ მოკლე კაბებს ,  მაღალ ჩექმებს და ერთმანეთთან ურთიერთობენ მობილური ტელეფონის საშუალებით. … რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო იზრდება. Continue reading

ბონსაი


ბონსაი

ბონსაი – არის ოთახის პირობებში გამოზრდილი მომცრო ზომის ხე ან მცენარე , რომელსაც შენარჩუნებული აქვს ბუნებრივ  პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე. ბონსაი სიტყვასიტყვით ნიშნავს ,,ლანგარზე გაზრდილს”. ბონსაი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ქოთნის მცენარეებისაგან,  რომ ამ უკანასკნელში ძირითადად მნიშვნელობას ყვავილებს ან ფოთლებს ანიჭებენ, ბონსაიში კი უპირველეს ყოვლისა ზრუნავენ ხის ყველა ნაწილის პროპორციის შენარჩუნებაზე. ბონსაი ხშირად 30 სმ სიმაღლისაა, მაგრამ მთებში გაზრდილი მაღალი , დატოტვილი ხის ზუსტი ასლია.

Continue reading

იაპონური სამზარეულო


იაპონური სამზარეულო

იაპონური სამზარეულო – ეს თვით სიმფონიური ხელოვნებაა , რომელიც იაპონაიში და მთელ მსოფლიოში ხელოვნების დონემდე არის აყვანილი .  იაპონური კერძები  მთელ მსოფლიოში პოპულარულია , ერთის შეხედვით  მათი მომზადება მარტივად შეიძლება მოგვეჩვენოს , მაგრამ ეს ასე არ არის , კერძში ჰარმონიულად არის შერწყმული ინგრედიენტები , სოუსები , ზღვის პროდუქტები და რაც მთავარია მორთულია როგორც ნატურმორტი. Continue reading

ჩაის ცერემონიალი


267926683_36f0502a8b

იაპონური ჩაის ცერემონიალი , განეკუთვნება ყველაზე უნიკალურ ხელოვნებათა რიგს. იგი ასრულებს არსებით როლს იაპონელების სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩაის ცერემონიალი მკაცრად დადგენილი რიტუალია , მასში მონაწილეობენ ჩაის ოსტატი , რომელიც ადუღებს ჩაის და ფინჯნებში ასხამს , და ისინი ვინც ესწრება ამ ცერემონიალს და სვამენ ჩაის. Continue reading

რიუნოსკე აკუტაგავა _ Short Life, Short Story


მე-20 საუკუნის დიდი იაპონელი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, იაპონელი მწერლებიდან ის პირველი იყო ვინც გაილაშქრა ლიტერატურაში წმინდა ნატურალიზმის წინააღმდეგ, მან ლიტერატურა გაუთანაბრა ნამდვილ ხელოვნებას Continue reading