ცხრა თვე მიწისძვრიდან…


ალბათ ყველას აინტერესებს თუ რა მდგომარეობაა 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში, მოგეხსენებათ 8 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრის და შემდეგ ცუნამის 10 მეტრიანმა ტალღამ მთლიანად  დაანგრია და გადარეცხა ტოჰუკუს რეგიონი  . მიწისძვრამ უდიდესი ზარალი მიაყენა იაპონიას, მთლიანად პარალიზებული გახდა გზები, რკინიგზა,  კომუნიკაციის და წყლის გარეშე დარჩა მილიონობით ადამიანი. ოფიციალურად დაიღუპა 14,063 ადამიანი, 4 ათასამდე დაშავდა და ამდენივე უგზოუკვლოდ არის დაკარგული.

ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა, რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცუა განხორციელდა და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური,  მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.  ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს ზარალის ზუსტი შეფასება ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო “CNN”-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.  დღესდღეობით ქვეყანა ნელნელა დგება ჩვეულებრივი ცხოვრების კალაპოტში , თუმცა  სეისმური ბიძგები იაპონიაში დღემდე ფიქსირდება. წარმოგიდგენთ ფოტოებს 9 თვის უკან ჩრდილო-აღმოსავლეთით  დატეხილ ზედიზედ ორ სტიქიის შემდეგ იაპონიის: Continue reading

Advertisements

არა შიშს !



საინტერესო და უცნაური ხალხია ისევ და ისევ იაპონელები , ვუყურებ ამ საშინელ კადრებს , ამ ტრაგედიას და თითოეულ იაპონელს სახეზე არ ემჩნევა შიში და სასოწარკვეთა. გასაგებია , მესმის რომ ეს მიწისძვრები , ცუნამი და ვულკანის ამოფრქვევა უცხო რამ არ არის მათთვის თითქმის ყოველდღიური მოვლენაა, მაგრამ მაკვირვებს ამ ტრაგედიის შემდეგაც მათი სიმტკიცე და  გამძლეობა. Continue reading

იაპონელები გარყვნილი ერი


ამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა “ლბერალმა” გაავრცელა ვიდეო სადაც ჟურნალისტი თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ასაკის, სქესისა და შეხედულებების მოქალაქეებს ასმენინებს დეკანოზ დავით ქვლივიძის ქადაგებას , სადაც დეკანოზი იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას იაპონელების გარყვნილ ცხოვრებას და ცოდვების გამო ღვთის სასჯელს უკავშრებს. Continue reading

იაპონია 11.03.11


სამწუხაროა , მთელი გულით ვუთანაგრძნობ იაპონელ ხალხს ამ დიდი ტრაგედიის  გამო.   ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს  დაღუპულთა სულები 😦