იაპონური ქორწილი


ქორწილი იაპონიაში ყოველთვის იგეგმება ზაფხულში , როცა ყველაფერი ყვავის , მზეა  და ამინდიც შესაბამისად საზეიმოა. უმრავლესობა იაპონელი ქორწილს აღნიშნავს შინტოისტური რელიგიის პრინციპების დაცვით , მაგრამ არსებობს სხვა რელიგიის კანონებით ქორწილის აღნიშვნაც.  რათქმაუნდა ნებისმიერი იაპონური ქორწილის  ცერემონიალი  არის ულამაზესი და   ქვეყნის ტრადიციების დაცვის  საუკეთესო მაგალითი. Continue reading

Advertisements

იაპონური მუსიკა


იაპონური მუსიკა

იაპონური მუსიკა ზოგადად აერთიანებს ყველა ტიპისა და ყველა დროის მუსიკას, დაწყებული პრეისტორიული პერიოდიდან დამთავრებული ჩვენი დროით. იაპონურ ცივილაზაციაში უძველესი დროიდან არსებობდა ადგილობრივი მუსიკალური საკრავები, რომლებიც მხოლოდ იაპონიაში არსებობდნენ და ეხლაც არსებობენ. თუმცა ფაქტია რომ იაპონურ მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩინურმა კულტურამ. მიუხედავად ჩინური მუსიკის დიდი გავლენისა, იაპონიამ შეძლო შეექმნა მისი საკუთარი სტილი და საკუთარი მუსიკალური საკრავები და საბოლოოდ დაეღწია თავი ჩინური ზეგავლენისაგან. Continue reading

გეიშა


გეიშა – სიტყვა აერთიანებს ორ იეროგლიფს გეი – ტალანტი და შია – ადამიანი. ამრიგად , გეიშა – ტალანტის მქონე ქალს აღნიშნავს. მკვლევარები იაპონურ ენაში სიტყვა გეიშას გაჩენას ვარაუდობენ მე-18 საუკუნიდან , თუმცა 11 -12 საუკუნეებში იაპონურ ქრონიკებშიც იხსენიებენ ყმაწვილ გამრთობ ქალებს , რომლებიც იმ ფუნქციებს ასრულებდნენ, რაც შემდგომ დაკავშირებული იყო გეიშასთან. Continue reading

რიუნოსკე აკუტაგავა _ Short Life, Short Story


მე-20 საუკუნის დიდი იაპონელი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, იაპონელი მწერლებიდან ის პირველი იყო ვინც გაილაშქრა ლიტერატურაში წმინდა ნატურალიზმის წინააღმდეგ, მან ლიტერატურა გაუთანაბრა ნამდვილ ხელოვნებას Continue reading