იაპონური ქორწილი


ქორწილი იაპონიაში ყოველთვის იგეგმება ზაფხულში , როცა ყველაფერი ყვავის , მზეა  და ამინდიც შესაბამისად საზეიმოა. უმრავლესობა იაპონელი ქორწილს აღნიშნავს შინტოისტური რელიგიის პრინციპების დაცვით , მაგრამ არსებობს სხვა რელიგიის კანონებით ქორწილის აღნიშვნაც.  რათქმაუნდა ნებისმიერი იაპონური ქორწილის  ცერემონიალი  არის ულამაზესი და   ქვეყნის ტრადიციების დაცვის  საუკეთესო მაგალითი.

საინტერესოა გავიხსენოთ ისტორიული წყაროები იაპონური ქორწილის აღნიშვნასთან დაკავშირებით. უძველეს იაპონიაში იაპონელ მამაკაცს შეეძლო  ცოლად ჰყოლოდა მრავალი ცოლი.  რათქმაუნდა თუ კი ამის შესაძლებლობა ჰქონდა.  ცოლები რიგრიგობით რჩებოდნენ მეუღლესთან , ზოგჯერ განრიგის მიხედვით რომელიც ჩამოწერილი ქონდა მამაკაცს. სამურაების ეპოქაში მეომარ მამაკაცს შეეძლო ჰყოლოდა მეუღლე და ამ დროს ცალკე გართობილიყო სხვა მანდილოსანთან.  ამ დროს მეუღლე ვალდებული იყო მორჩილად ყოფილიყო თავის ბატონთან (მეუღლესთან). არსებობდა ხელსაყრელი ქორწილებიც , რომლებიც დაკავშირებული იყო ერთი გვარის მეორესთან დასაახლოვებლად. ქორწილის რიტუალი ტარდებოდა აუცილებლად ტარდებოდა  მამაკაცის სახლში , იაპონური ტრადიციების ზუსტი დაცვით.

ახლა უკვე თანამედროვე იაპონიაში ქორწილის ცერემონიალი ტარდება სპეციალურ საქორწინო კომპლექსში.  სადაც განთავსებულია პატარა ქრისტიანული , შინტოისტური და ბუდისტური ტაძრები. ეს იმისთვის რათა ზუსტად მოხდეს ცერემონიის აღნიშვნა შესაბამისი რელიგიის დამცველთათვის.    ამავე კომპლექსში არის მოსასვენებელი ოთახი , საბანკეტო დარბაზი და ფოტოს გადასაღები ოთახიც.  ანუ მთლიანად საქორწილო რიტუალი ტარდება ერთ კომპლექსში.

საქორწინო კიმონო

შინტოისტური ქორწილის ცერემონია ტარდება შინტოისტურ ტაძარში ,  საქორწილო თეთრი კიმონოთი და შესაბამისი რიტუალის დაცვით. ამ დღისთვის თითქმის ერთი წელი მიდის მზადება , ხოლო მოსაწვევები რიგდება 2-3 თვით ადრე. საქორწინო კიმონოს ქვია shiro-maku რომელსაც იცმევენ ნიშნობის დროს  , ხოლო თვითონ ბანკეტზე uchikake ანუ ფერადი კიმონო.  დამატებითი  აქსესუარებია ხელჩანთა და საქორწილო თავსაბურავი მამაკაცის ჩაცმულობაში შედის ნაცრისფერი კიმონო , პატარა ხანჯალი წელზე  და მარაო , რომელიც ასოცირდება ბედნიერებასთან. 

წინასწარ დგინდება საქორწინო მაგიდის  მენიუ , რათქმაუნდა არის იაპონური სამზარეულო და აგრეთვე სხვა ქვეყნის ნაციონალური კერძებიც. რაც შეეხება საქორწინო მანქანას : იაპონელებში  არ არის მიღებული ლენტები , ბუშტები და სხვადასხვა საჩხაკუნო ნივთები. ჩვეულებრივი მანქანით ხდება გადაადგილება , ხოლო სტუმრები ქორწილში მიდიან მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 😀 . აგრეთვე არ არის მიღებული ახალდაქორწინებულების ცეკვა  , მხოლოდ დაშვებულია მუსიკის მოსმენა და კარაოკეს შესრულება.

იაპონურ საშუალო ქორწილში  დაახლოებით 80 – სტუმარი არის დაპატიჟებული.  საქორწინო საჩუქარი უმეტესად არის ფული რაც ჯამში საკმაოდ დიდ თანხამდე ადის. თვითონ იაპონური ტრადიციული ქორწილი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა რომელიც დაახლოებით 30 , 000 $ ამდე ჯდება.

15 comments on “იაპონური ქორწილი

  1. აი, კიდევ ერთი საინტერესო პოსტი! 🙂
    მიყვარს შემეცნებითი პოსტები და ყველას ვურჩევ (თუ, რა თქმა უნდა, არ იციან) მათ კითხვას.
    ისე, პირველ ღამეზეც გეხსენებინა ერთი–ორი სიტყვა. გვაინტერესებს 🙂

  2. ვააა! ერთი ასეთ ქორწილს დამასწრო, მაინტერესებს ცხადში როგორია.
    ეს მეტროთი მისვლა კიდევ აუცილებელია? თუ სხვა ნებისმიერი ტრანსპორტიც შეიძლება?

    • ნუ ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა არ ტეხავს , დაშვებულია ასევე საკუთარი ავტომობილით გადაადგილებაც.

    • მე დავესწარი იაპონურ ქორწილს ეთნოგრაფიული ექსპედიციის ფარგლებში. საინტერესო იყო. საგანგებო რიტუალების კომპლექსში შევიკრიბეთ მოწვეული სტუმრები. ახალდაქორწინებულების ტატამთან ჩავიარეთ ყველამ და ფულთან ერთად დავტოვეთ სპეციალურად მომზადებული საჩუქრები, რომლებიც ტრადიციული იაპონური შეხედულებებით გამოხატავენ დემოგრაფიულ პროდუქტიულობას – სხვა და სხვა ცხოველების, რეპტილიებისა და ამფიბიების დასპირტული, დამუმიებული ან უმი გენიტალიები. განსაკუთრებით პატივშია სინტოისტური ტაძრისათვის ნებაყოფლობით შეწირული მამაკაცის ყვერები(ეს დაყვერილი ყოფილი მამაკაცები მერე სინტოისტი ქურუმი ქალები ხდებიან). საჩუქრების რიტუალის მერე დარბაზში შემოვიდნენ სამურაებად გადაცმული იაკუძები და გამოაცხადეს, რომ მამაკაცებს გააუპატიურებდნენ და ქალებს დახოცავდნენ. დამსწრე ქალებმა გააპროტესტეს – მამაკაცებს არ აუპატიურებენო, რამაც დამსწრე მამაკაცების პროტესტი გამოიწვია – როგორ არ აუპატიურებენ, დიახაც აუპატიურებენო… ეს ქალებს არ აუპატიურებენ, თორემ კაცებს როგორ არაო და ყველამ ერთხმად ჩაიხადეს… გაგრძელება იქნება…

  3. ტემპერამენტიანი იაპონელები? ეს ალბათ ოქსიმორონი იყო, ხო? 😀 პირველ ღამეს ძაან წვალობენ საწყლები. გენეტიკური დაავადება სჭირთ და იმიტომ – სიმორცხვე.

  4. მახსოვს, ჩემი შეშინებული ქმარი ფანჯრიდან ხტებოდა, თავს დავისაჭურისებ თუ მომეკარებიო. იძულებული შევიქენი ცოტა ძალა მეხმარა, ისიც კაი ერთი თვეს მერე ქორწილიდან, მანამდე ყოველ დილით მაძლევდა იმედს საღამოსთვის, მარა ჩემი ფეხები.

  5. მაყრიონი მობრძანდება მეტროთი 🙂 🙂 🙂 აი, მესმის გართობა 🙂 …..P.S. მერე მაგათ რომ სიმღერა იციან 🙂 🙂 🙂 კისკისებენ ალბათ კარაოკეზე 🙂

  6. თქვენ თუ ინტიმური დეტალები გაინტერესებდათ პორნო საიტზე შესულიყავუთ აქ რა გინდოდათ

დატოვე კომენტარი