იაპონელები როგორც თავაზიანი ერი


საყოველთაოდ ცნობილია , რომ იაპონელები ყველაზე მოკრძალებული , ტრადიციების დამცველი და ზრდილობიანი ერია. ზრდილობა იმდენად აქვთ გამჯდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში , რომ სალანძღავი ლექსიკაც არ გააჩნიათ. ყველა საუბარი თუ დიალოგი თავაზიანად მიმდინარეობს და ყოველთვის იხმარება სიტყვა ბოდიშით (すみません – sumimasen) ან უკაცრავად (ごめん – gomen). Continue reading

იაპონური ქორწილი


ქორწილი იაპონიაში ყოველთვის იგეგმება ზაფხულში , როცა ყველაფერი ყვავის , მზეა  და ამინდიც შესაბამისად საზეიმოა. უმრავლესობა იაპონელი ქორწილს აღნიშნავს შინტოისტური რელიგიის პრინციპების დაცვით , მაგრამ არსებობს სხვა რელიგიის კანონებით ქორწილის აღნიშვნაც.  რათქმაუნდა ნებისმიერი იაპონური ქორწილის  ცერემონიალი  არის ულამაზესი და   ქვეყნის ტრადიციების დაცვის  საუკეთესო მაგალითი. Continue reading

საკე


საკე

საკე – სუფთა იაპონური ეროვნული სასმელი , რომელიც ბრინჯით მზადდება  ,  მისი  ისტორია საუკუნეებს ითვლის და მომზადების ტექნოლოგია თითოეულ იაპონელს მემკვიდრეობით გადაეცემა.  იაპონელები  საკეს სვამენ  რომანტიკულ ვითარებაში ,  დღესასწაულებზე , რელიგიურ და რიტუალურ დღეებში. თვითონ  საკეს დალევა იაპონელებისთვის ერთი მთლიანი ხელოვნება და რიტუალია. Continue reading

ორიგამი – ქაღალდის ხელოვნება


ორიგამი - ქაღალდის ხელოვნება

ორიგამი  ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მიუხედავად იმისა , რომ ქაღალდი ჩინეთიდან წარმოიშვა , სწორედ იაპონელებმა მისცეს მას ხელოვნების დატვირთვა ანუ  ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთება. Continue reading

ჩაის ცერემონიალი


267926683_36f0502a8b

იაპონური ჩაის ცერემონიალი , განეკუთვნება ყველაზე უნიკალურ ხელოვნებათა რიგს. იგი ასრულებს არსებით როლს იაპონელების სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩაის ცერემონიალი მკაცრად დადგენილი რიტუალია , მასში მონაწილეობენ ჩაის ოსტატი , რომელიც ადუღებს ჩაის და ფინჯნებში ასხამს , და ისინი ვინც ესწრება ამ ცერემონიალს და სვამენ ჩაის. Continue reading

გეიშა


გეიშა – სიტყვა აერთიანებს ორ იეროგლიფს გეი – ტალანტი და შია – ადამიანი. ამრიგად , გეიშა – ტალანტის მქონე ქალს აღნიშნავს. მკვლევარები იაპონურ ენაში სიტყვა გეიშას გაჩენას ვარაუდობენ მე-18 საუკუნიდან , თუმცა 11 -12 საუკუნეებში იაპონურ ქრონიკებშიც იხსენიებენ ყმაწვილ გამრთობ ქალებს , რომლებიც იმ ფუნქციებს ასრულებდნენ, რაც შემდგომ დაკავშირებული იყო გეიშასთან. Continue reading

სამურაი


სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა  აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს “სამსახურს”. ისტორიიდან ცნობილია , რომ სამურაები გაჩნდნენ როგორც ადგილობრივ ფეოდალთა შეიარაღებული რაზმები. Continue reading

ჰანამი


ჰანამი _იაპონური დღესასწაული, სადაც აღნიშნავენ იაპონური ალუბლის – საკურას ყვავილობას. Continue reading

ჰარაკირი


ჰარაკირი

იაპონიაში რიტუალურ თვითმკვლელობას მუცლის გაფატვრას – ჰარაკირი ეწოდება. ”ჰარა” სიტყვასიტყვით ნიშნავს მუცელს, გადატანითი მნიშვენლობით კი აღნიშნავს სულს, გონებას, ხასიათს, მიზანს, დაფარულ აზრებს – ყოველივე იმას რაც დასავლეთში უკავშირდება ”გულს”. Continue reading

საიმპერატორო კარი


საიმპერატორო კარი

იაპონიაში მსოფლიოში უძველესი მონარქიული მმართველობაა. იაპონიიის ამაჟმინდელი იმპერატორია აკიჰიტო. აკიჰიტო იაპონიის 125-ე იმპერატორია, დაიბადა 1933 წლის 23 დეკემბერს, საიმპერატორო სასახლეში, ტოკიოში. მისი სახელწოდებაა ცუგო-ნო-მია (პრინცი ცუგო). პრინცი ცუგო ფორმალურად აღიარებული იქნა როგორც გვირგვინოსანი პრინცი 1951 წლის 10 ნოემბერს. იმპერატორი შოვას გარდაცვალების შემდეგ, 1989 წლის 7 იანვარს ოფიციალურად დაიკავა საიმპერატორო ტახტი. ცერემონიალი ჩატარდა ტოკიოში 1990 წლის 12 ნოემბერს. Continue reading