ცხრა თვე მიწისძვრიდან…


ალბათ ყველას აინტერესებს თუ რა მდგომარეობაა 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში, მოგეხსენებათ 8 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრის და შემდეგ ცუნამის 10 მეტრიანმა ტალღამ მთლიანად  დაანგრია და გადარეცხა ტოჰუკუს რეგიონი  . მიწისძვრამ უდიდესი ზარალი მიაყენა იაპონიას, მთლიანად პარალიზებული გახდა გზები, რკინიგზა,  კომუნიკაციის და წყლის გარეშე დარჩა მილიონობით ადამიანი. ოფიციალურად დაიღუპა 14,063 ადამიანი, 4 ათასამდე დაშავდა და ამდენივე უგზოუკვლოდ არის დაკარგული.

ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა, რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცუა განხორციელდა და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური,  მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.  ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს ზარალის ზუსტი შეფასება ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო “CNN”-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.  დღესდღეობით ქვეყანა ნელნელა დგება ჩვეულებრივი ცხოვრების კალაპოტში , თუმცა  სეისმური ბიძგები იაპონიაში დღემდე ფიქსირდება. წარმოგიდგენთ ფოტოებს 9 თვის უკან ჩრდილო-აღმოსავლეთით  დატეხილ ზედიზედ ორ სტიქიის შემდეგ იაპონიის: Continue reading

Cat cafe


ისეთ  ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია რთულია შინაური ცხოველის ყოლა სახლის პირობებში , რადგან იაპონელების საცხოვრებელი სახლი ისეა მოწყობილი , რომ ცხოველის ყოლა წარმოუდგენელია. ზოგ კორპუსებში კრძალავენ კიდევაც შინაურცხოველებს , ამიტომ იაპონელებმა  იპოვეს გამოსავალი და შექმნეს ცხოველების კაფე კერძოდ კატების კაფე. Continue reading

იაპონური ფარული კამერა


იაპონიური  ფარული კამერით გადაღებული სასაცილო ვიდეოები თუ გინახავთ დამეთანხმებით ძალიან კრეატიული და სასაცილოა. ამ პოსტში წარმოგიდგენთ რამოდენიმე სასაცილო ვიდეოს რათქმაუნდა ფარული კამერით გადაღებულს … Continue reading

La Maison en Petits Cubes


წარმოგიდგენთ იაპონურ მოკლემეტრაჟიან ანიმაციას “სახლი პატარა კუბიკებისგან / La Maison en Petits Cubes” რომელმაც 2009 წელს მოიპოვა  ოსკარი.
ანიმაციის ხატვის სტილი  მთლიანად განსხვავდება იაპონურ ეროვნულ ანიმაციისაგან. შინაარსი სევდიანი , ნოსტალგიური , დამაფიქრებელი.

მულტფილმის მთავარი გმირი მოხუცი კაცი ცხოვრობს წყლით დატბორილ ქალაქში , რადგან დროის გარკვეულ მანძილზე  წყლის დონე იწევს , მოხუცი იძულებულია სახლს ერთი სართული დააშენოს. ერთხელაც ჯიბუხი ჩაუვარდება დატბორილ სართულში , მოხუციც ჩაყვინთავს …

თითოეული წყლით დაფარული სართული მას ახსენებს წარსულს , ოჯახს და ბედნიერ მოგონებებს. მოკლედ ჯერ ვისაც არ გაქვთ ეს შედევრი  ნანახი აუცილებლად ნახეთ …

P.S თუმცა ფინალს სხვანაირად დავასრულებდი😦

ვისწავლოთ იაპონური ენა


უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში  არსებობს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თსუ და აზია აფრიკის უნივერსიტეტი (ახლანდელი თავისუფალი უნივერსიტეტი) სადაც იაპონურ ენის , კულტურის და  ისტორიის დაუფლებაა შესაძლებელი. ენის შესწავლა პრობელმას არ წარმოადგენს , მთავარია თქვენი სურვილი და ფინანსები.  თუმცა ელემენტარულ იაპონურის შესასწავლად სულაც არაა საჭირო ფინანსები.  ამ პოსტში მე დეტალურად ავხსნი თუ როგორ შეისწავლოთ ელემენტარული სასაუბრო იაპონური ენა.  პირველ რიგში ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნას ამ ქვეყნის ენასა და მის დამწერლობაზე მოკლე მიმოხილვა. Continue reading

ჩემი პირველი ანიმე


იაპონია იმითაც გამორჩეული ქვეყანაა , რომ საფუძველი ჩაუყარა ანიმაციის ისეთ მიმართულებას , როგორიცაა ანიმე. სხვა ქვეყნის ანიმაციებისგან განსხვავებით , რომელიც მხოლოდ ბავშვებზეა გათვლილი , ანიმეს უამრავი ჟანრი აქვს , რომელიც სხვადასხვა ასაკზეა გათვლილი. სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ანიმესავით გამორჩეული ხატვის სტილი , რომელიც აგერ უკვე საუკუნეს ითვლის.  ზოგს მოსწონს ანიმაციის ეს სტილი , ზოგს პირიქით. აი მე საშუალო პოზიციაზე ვარ , არც მომწონს და არც მეზიზღება. არის ზოგი ანიმე რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. Continue reading

საკურას ყვავილობა – 2011


იაპონიაში ტურისტული ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდად ითვლება იაპონური ალუბლის საკურას ყვავილობის  სეზონი (ჰანამი – იაპ: ყვავილით ტკბობა) , სადაც მარტიდან დაწყებული დამთავრებული აპრილის ბოლომდე ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყვავილობას იწყებს ალუბლის ხეები , ეს დღე იაპონიაში უკვე დღესასწაულამდე არის აყვანილი. საკურას ყვავილობა დაახლოებით 7  დღემდე გრძელდება  , ამ ხნის განმავლობაში იაპონელები მის ძირში ატარებენ მთელ დღეს , სვამენ საკეს და ტკბებიან ულამაზესი და სურნელოვანი ალუბლის ყვავილობით.

Continue reading

არა შიშს !



საინტერესო და უცნაური ხალხია ისევ და ისევ იაპონელები , ვუყურებ ამ საშინელ კადრებს , ამ ტრაგედიას და თითოეულ იაპონელს სახეზე არ ემჩნევა შიში და სასოწარკვეთა. გასაგებია , მესმის რომ ეს მიწისძვრები , ცუნამი და ვულკანის ამოფრქვევა უცხო რამ არ არის მათთვის თითქმის ყოველდღიური მოვლენაა, მაგრამ მაკვირვებს ამ ტრაგედიის შემდეგაც მათი სიმტკიცე და  გამძლეობა. Continue reading

იაპონელები გარყვნილი ერი


ამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალმა “ლბერალმა” გაავრცელა ვიდეო სადაც ჟურნალისტი თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ასაკის, სქესისა და შეხედულებების მოქალაქეებს ასმენინებს დეკანოზ დავით ქვლივიძის ქადაგებას , სადაც დეკანოზი იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას იაპონელების გარყვნილ ცხოვრებას და ცოდვების გამო ღვთის სასჯელს უკავშრებს. Continue reading

იაპონია 11.03.11


სამწუხაროა , მთელი გულით ვუთანაგრძნობ იაპონელ ხალხს ამ დიდი ტრაგედიის  გამო.   ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს  დაღუპულთა სულები😦