ცხრა თვე მიწისძვრიდან…


ალბათ ყველას აინტერესებს თუ რა მდგომარეობაა 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში, მოგეხსენებათ 8 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრის და შემდეგ ცუნამის 10 მეტრიანმა ტალღამ მთლიანად  დაანგრია და გადარეცხა ტოჰუკუს რეგიონი  . მიწისძვრამ უდიდესი ზარალი მიაყენა იაპონიას, მთლიანად პარალიზებული გახდა გზები, რკინიგზა,  კომუნიკაციის და წყლის გარეშე დარჩა მილიონობით ადამიანი. ოფიციალურად დაიღუპა 14,063 ადამიანი, 4 ათასამდე დაშავდა და ამდენივე უგზოუკვლოდ არის დაკარგული.

ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა, რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცუა განხორციელდა და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური,  მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.  ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს ზარალის ზუსტი შეფასება ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო “CNN”-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.  დღესდღეობით ქვეყანა ნელნელა დგება ჩვეულებრივი ცხოვრების კალაპოტში , თუმცა  სეისმური ბიძგები იაპონიაში დღემდე ფიქსირდება. წარმოგიდგენთ ფოტოებს 9 თვის უკან ჩრდილო-აღმოსავლეთით  დატეხილ ზედიზედ ორ სტიქიის შემდეგ იაპონიის:

11 comments on “ცხრა თვე მიწისძვრიდან…

  1. ძალიან დიდი კაცი ხარ შენ. ზურიკო… ნეტა, ბევრი მისცა საქართველოს შენნაირი შვილები. ეხლა, იაპონიის კი არა , საქართველოსი აღარავის სტკივა. შენ კი ყველას და ყველაფერს აქცევ ყურადღებას.
    კოდევ ერთხელ ვუსამძიმრებ იაპონელ ხალხს.

  2. gamarjoba batono nodar.
    me minda gTxovoT ro Tu ar SewuxdebiT naxoT Cemi gverdi http://www.darksea.net.ms/ , saqme imaSia ro me CemTvis vamzadeb kompiuterul models, isini moTavsebulia ganyofilebaSi “zogi naxati”, maT Soris ari varskvlavTa omis motiviT Seqmnili drednouTis modeli, me mas davarqvi “Yamato”.
    me minda gTxovoT ( raTgan gvTliT iaponuri kulturis da tradiciebis karg mcodneT ) ro Tqven naxoT es modeli da mirCioT Tu ramdenaT miesadageba misi gaformeba iaponuri kulturis tradiciebs.
    kide minda gTxovoT ro aCvenoT es modeli Tqven iaponel megobrebs, me mainteresebs Tu rogor moewonebaT maT is. mpmavalSi me movaTavseb am gverdze axal modelebs. Rrma pativiscemiT giorgi CixlaZe ( vamexi )

  3. Healing incenses are: sandalwood, mugwort, star anise, saffron and acacia.
    Chrysocolla is an amorphous type of crystal and usually contains some amount of aluminum and quartz.
    Caution:When working with any gemstone it’s advisable to make sure you
    do not work with them for more than an hour per session.

დატოვე კომენტარი