ჰაიაო მიაძაკი

თუ ანიმე არ გიყვართ ან უბრალოდ ვერ უდებთ გულს , ან თვლით რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია , ან არ გხიბლავთ ანიმეს დიდი თვალები და მარტივი ანიმაცია , მაინც თვალი შეავლეთ მიაძაკის შედევრებს. შესაძლოა თქვენ სხვა სამყარო აღმოაჩინოთ იაპონურ ანიმაციაში. მისი ანიმე იმდენად ღრმაა , იმდენად მრავლისმთქმელი , იმდენად შინაარსიანი , რომ არარსებობს მისი მნახველი უემოციოდ დარჩეს. აბსოლიტურად მისმა ყველა ნამუშევარმა წარმატება მოუტანა შემქმნელს იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , ხოლო 2002 წელს უმაღლესი კინო აკადემიიის ჯილდო – ოსკარიც დაიმსახურა. Read more »
იაპონური ქორწილი

ქორწილი იაპონიაში ყოველთვის იგეგმება ზაფხულში , როცა ყველაფერი ყვავის , მზეა და ამინდიც შესაბამისად საზეიმოა. უმრავლესობა იაპონელი ქორწილს აღნიშნავს შინტოისტური რელიგიის პრინციპების დაცვით , მაგრამ არსებობს სხვა რელიგიის კანონებით ქორწილის აღნიშვნაც. რათქმაუნდა ნებისმიერი იაპონური ქორწილის ცერემონიალი არის ულამაზესი და ქვეყნის ტრადიციების დაცვის საუკეთესო მაგალითი. Read more »
იაპონური ზღაპრები

წარმოგიდგენთ იაპონურ ზღაპრებს რომელიც გამოცემულია 1978 წელს , არის ქართულ ენაზე და კითხულობენ ქართული თეატრის მსახიობები. ამისათვის მადლობას ვუხდით : ERMONIA - ს , რომელმაც გადააციფრულა ეს განძეული. Read more »
Hello Kitty

ეს პერსონაჟი ცნობილია იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , მიკი მაუსის შემდეგ ყველაზე პოპლუარული ანიმაციური გმირი , იაპონიის პოპ კულტურის ნამდვილი სიმბოლო , დღეს უკვე ჩამოყალიბებული ბრენდი რომელიც დაბადებიდან 35 წელს ითვლის. თეთრი პატარა კნუტი - Hello Kitty , რომელიც ნამდვილად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა იაპონიისთვის. Read more »
ახალი წელი იაპონიაში

ახალი წლის დღესასწაული ერთ – ერთი უმთავრესი დღეა იაპონიაში . დღესასწაული აღინიშნება 31 დეკემბრის ღამეს , მანამდე 28 რიცხვიდან მთლიანად ქვეყანაში ცხადდება უქმე დღეები, ისვენებენ ფირმები , კომპანიები , ბანკები , აღსანიშნავია მსხვილი სავაჭრო ცეტრებიც რომლებიც არ მუშაობენ საახალწლოდ ,მაგრამ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი , პოლიცია და სამედიცინო სტრუქტურები. სამუშაო რეჟიმი იწყება 4-5 იანვარს და ხოლო სავაჭრო ცენტრები 2 იანვიდან იღება. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი იაპონია ისვენებს და წინასაახალწლო მზადებაშია. საახალწლოდ მორთულია თითქმის ყველა ქუჩა და სკვერი . Read more »
ჰაჩიკო – ერთგულების სიმბოლო

სევდიანი ისტორია რომელიც რეალურად მოხდა იაპონიაში , დღემდე აღრფთოვანებაში ჰყავს მთელი მსოფლიო. ყველაფერი დაიწყო 1924 წელს . ჰიდესაბურო უენო ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს სახლში ჰყავდა 8 ძაღლი , მათ შორის ყველაზე პატარა ლეკვს სახელად დაარქვა ჰაჩი , რაც იაპონურ ენაზე ითარგმნება როგორც მერვე. ყოველ დილით ჰაჩიკო თავის პატრონს აცილებდა სამსახურში ხოლო , საღამოს ხვდებოდა სიბუიას – მატარებლის სადგურზე , 1925 წელს ჩვეულებრივ ჰაჩიკომ გააცილა პატრონი უნივერსიტეტში , მაგრამ საღამოს უენო აღარ გამოჩნდა . ძაღლი კი ელოდა , როგორც გაირკვა უენო გარდაიცვალა გულის ინფაქტით. Read more »
გეიშები და მაიკოები
წარმოგიდგენთ გეიშების და მაიკოების სურათებს , რომლებიც გადაღებულია 1896 – 1897 წლებში იაპონიაში უცხოელი ფოტოგრაფების მიერ. Read more »
ჰარუკი მურაკამი

მისი წიგნები გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ხდებიან ბესტსელები , მათ არ აჩერებენ მაღაზიის დახლებზე , მათ ყიდულობენ და ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს , არარსებობს ადამიანი რომელსაც არ წაეკითხოს მისი თუნდაც რომელიმე ნაწარმოები , მისი პროზა უთანაბრდება მუსიკას და ფოტოკოლაჟს იაპონური ბუნების , ამ ნაწარმოების კითხვით აჟიტირებული მკითხველიც კი ვერ გადმოგცემთ თუ რას გრძნობს და რა იზიდავ მას ამ მწერლის შემოქმედებასთან. მისი სახელი ცნობილია მთელ მსოფლიოში. ეს არის ცნობილი იაპონელი მწერალი და ნოველისტი - ჰარუკი მურაკამი. Read more »
MIURO – მელომანი რობოტი

თქვენ მელომანი ხართ ? დაიღალეთ თქვენი სტერეოს ერთი ადგილიდან მოსმენით და გინდათ ხმა სხვადასხვა კუთხიდან გესმოდეთ ? მაშინ MIURO - ზუსტად თქვენთვის არის შექმნილი. ეს მუსიკალური რობოტი დაგანახებთ ახალ ხედვას მუსიკალურ სამყაროში და დააკმაყოფილებს თქვენ მუსიკალურ პრეტენზიებს… Read more »
ფუჯისანი

იაპონიის მთავარი სავიზიტო ბარათი გახლავთ მთა ფუჯისანი. იგი ვულკანური წარმოშობის ყველზე დიდი მთაა , რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს იაპონიაში. სეზონის ნებისმიერ დროს , ნებისმიერ ამინდში , ნებისმიერი ხედით ის შეუდარებლად ლამაზია. ფუჯისანი ყოველთვის იყო შთაგონების წყარო მხატვრებისთვის , პოეტებისთვის , მწერლებისთვის ფოტოხელოვანთათვის და საერთოდ იაპონელებისთვის. სიმეტრიულად ზუსტი აგებულების მთა მრავალი ხნის მანძილზე ითველება იაპონიის მთავარ სილამაზის სიმბოლოდ. იაპონელებს მიაჩნიათ , რომ მას მსოფლიოში არ ჰყავს შემცვლელი. Read more »





